

„გურემანის“ ისტორია 1976 წელს იწყება, „კოტეხის ღვინის ქარხნის“ დაარსებით — იმ დროისთვის ქართული ღვინის ერთ-ერთ უდიდეს და ტექნოლოგიურად მოწინავე საწარმოსი. სწორედ ამ ბაზაზე ჩამოყალიბდა ღვინო “გურემანი”, რომელიც დღესდღეისობით ქმნის ქართულ პრემიუმ ღვინოს, ადგილობრივი ჯიშების საუკეთესო პოტენციალის გამოხატულებით.


უკვე ათწლეულებია, ჩვენი ფილოსოფია უცვლელია — შევქმნათ ღვინო, რომელიც კრავს ბუნების, ტრადიციისა და ოსტატობის ჰარმონიას. თითოეული ბოთლი გადმოსცემს ქართული მიწის კეთილშობილებას, ჩვენი მეღვინეების ცოდნასა და იმ კულტურას, სადაც ღვინო ყოველდღიურობისა და ეროვნული თვითმყოფადობის ნაწილია.

