როგორ ვქმნით ღვინოს

როგორ ვქმნით ღვინოს

მეღვინეობა “გურემანი” — ეს არის ფილოსოფია, დიალოგი ბუნებას, დროსა და ადამიანის ოსტატობას შორის. თითოეული ბოთლი იქმნება პასუხისმგებლობით, ზრუნვითა და სიღრმისეული ცოდნით —სეზონების რიტმისადმი სიფაქიზით და იმ ხელოვნებით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა ქართული ღვინის ერთიანობას.

ვენახიდან ბოთლამდე, „გურემანი“ წარმოადგენს ტრადიციისა და თანამედროვე ხედვის ჰარმონიას — ქართული ღვინის კეთილშობილი კულტურის ღირსეულ გაგრძელებას.

ჩვენი ვენახები განლაგებულია ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მიკროზონებში, სადაც ნიადაგი, კლიმატი და მიკრორელიეფი ერთად ქმნის ჯიშის ბუნებრივ სრულყოფილებას. ჩვენს ვენახებში მოსავლის აღება ხდება ხელით, ნაკვეთების თავისებურების მიხედვით, მაშინ, როდესაც ყურძენი ბუნებრივად აღწევს შესაბამის სიმწიფეს.

ღვინის დავარგებისათვის გამოიყენება შერჩეული ფრანგული მუხის კასრები, რომლებიც ღვინოს სიღრმეს, სტრუქტურასა და ელეგანტურობას მატებს, ჯიშურ ხასიათს კი შეურყევლად ინარჩუნებს. ასე იქმნება კოლექცია, სადაც დახვეწილობა და ელეგანტურობა ქართული ყურძნის მრავალფეროვან შესაძლებლობებს ერწყმის.

ვენახიდან ბოთლამდე, „გურემანი“ წარმოადგენს ტრადიციისა და თანამედროვე ხედვის ჰარმონიას — ქართული ღვინის კეთილშობილი კულტურის ღირსეულ გაგრძელებას.

Crafted @

ალკოჰოლის დიდი დოზით გამოყენება საზიანოა თქვენი ჯანმრთელობისთვის, მოიხმარეთ ზომიერად.